საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და საქართველოში ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობა განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის მეშვეობით, ისე საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამებისა და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიმართულებით.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას და მისი იმპლემენტაციის ღონისძიებებს.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხებზე შეთანხმდნენ.