logo_geo
eng_logo
გიგა ბუკია: უმრავლესობა თანახმაა, 2%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პარტია კვალიფიციურად ჩაითვალოს
- +

19 აპრილი. 2016. 23:40


უმრავლესობა თანახმაა, გაითვალისწინოს ოპოზიციის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, არჩევნებში 2%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პარტია კვლიფიციურად ჩაითვლება. დეპუტატ გიგა ბუკიას თქმით, ეს ერთ-ერთია ოპოზიციის მხრიდან დასმულ მოთხოვნათა შორის, რომლის გათვალისწინებაზეც მმართველი გუნდი თანახმაა.


კონსენსუსი და თანამშრომლობა იმას ნიშნავს, რომ შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ჩვენ მათი წინადადებების 70-80% გავითვალისწინეთ. რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ, ეს შეფასებითი ნაწილია. თავშივე იყო ცნობილი, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას და უმრავლესობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს. პარლამენტში წარდგენილია შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები და სისტემის ცვლილება 2016 წლის არჩევნებისთვის არ იგეგმება. ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ ოპოზიციის ის წინადადებები, რომელიც ეხება სარეკლამო დროს, საარჩევნო კომისიაში პარტიების წარმომადგენლებს", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" გიგა ბუკიამ.


მისივე განმარტებით, თავისთავად გათვალისწინებულია საარჩევნო ადმინისტრაციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან დაყენებული მოთხოვნა, რადგან კოალიციის დაშლის შემდეგ შეიქმნა პოლიტიკური რეალობა, რომლის თანახმად, საარჩევნო კომისიაში ყველა პარტიას თითო წარმომადგენელი ეყოლება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner