ლუბლიანას ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს.
„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარების, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით", - განუცხადა პირველ არხს ნათია სუხიაშვილმა.
ლუბლიანას ქუჩაზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.