logo_geo
eng_logo
ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
- +

1 დეკემბერი. 2017. 02:09



ლუბლიანას ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს.


„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარების, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით", - განუცხადა პირველ არხს ნათია სუხიაშვილმა.


ლუბლიანას ქუჩაზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner