logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: გავაჩერე მანქანა და ზესტაფონამდე ერთად ვიმგზავრეთ
- +

1 დეკემბერი. 2017. 10:09



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე  სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც თალაკვაძე წერს, თბილისიდან ქუთაისში პარლამენტის სესიაზე მიმავალს, რიკოთის უღელტეხილიდან ზესტაფონამდე მოქალაქეები დაემგზავრნენ.


„წვიმიანი, ცივი ამინდია. დილაადრიან, თბილისიდან ქუთაისში, პარლამენტის სესიაზე წამოვედი. რიკოთის უღელტეხილზე, ვერტყვიჭალასთან მგზავრებმა დამიქნიეს ხელი. საქართველო ერთი ოჯახია, გავაჩერე მანქანა და ზესტაფონამდე ერთად ვიმგზავრეთ.

უბრალო, კარგი ადამიანები გავიცანი. ეს ავტომობილიც მათი ნაყიდია.

„სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ", - წერს არჩილ თალაკვაძე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner