თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" წევრი ვატო შაქარიშვილი „გალერია თბილისის" გახსნას სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„როგორც რიგითი თბილისელი დღეს ძალიან გახარებული ვარ, ჩვენი ქალაქის უმშვენიერესმა ადგილმა ახალი სიცოცხლე შეიძინა.
97 მილიონი დოლარის ინვესტიცია და 800-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
სწორედ ასეთი ღირსშესანიშნავი დეტალებით ვითარდება ქალაქური ცხოვრება", - წერს ვატო შაქარიშვილი.