logo_geo
eng_logo
გატაცებული სამირა ბაირამოვას ოჯახის წევრებმა რუსთავი-თბილისის გზა გადაკეტეს
- +

21 თებერვალი. 2016. 13:36


2 დღის წინ დაკარგული 17 წლის სამირა ბაირამოვას ოჯახის წევრები ამ წუთებში აქციას მართავენ. ისინი ყურადღების მისაქცევად ფონიჭალაში გზის გადაკეტვას აპირებენ და სამართალდამცველებს პასიურობაში ადანაშაულებენ.


პოლიციას ვაწვდით ინფორმაციას გოგოს ადგილმდებარეობის შესახებ. გვეუბნებიან, რომ ის ჩვენით უნდა მოვძებნოთ. რეაგირებას არ  ახდენენ. სავარაუდოდ, გოგო ახლა მარნეულშია გატაცებული. ნუთუ არ შეიძლება საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება?" - განაცხადა სამირა ბაირამოვას დედამ, ნაილა გურბანოვამ.


აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ გაჩერდებიან მანამ, სანამ არ მოხდება გატაცებული არასრულწლოვანის  სამძებრო სამუშაოების დაწყება.


წყარო: რუსთავი 2


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner