logo_geo
eng_logo
რუსთავის თეატრის 50 წლის იუბილე სამი მსახიობის ვარსკვლავის გახსნით აღინიშნა
- +

1 დეკემბერი. 2017. 11:39



რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის 50 წლის იუბილე მსახიობების - ნათელა მუხულიშვილის, ირაკლი ბექაიას და ჯემალ მაზიაშვილის ვარსკვლავების საზეიმო გახსნის ცერემონიით აღინიშნა.


თეატრის უხუცეს მსახიობებს, ვარსკვლავების გახსნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა მიულოცეს. 


ვარსკვლავების გახსნამდე რუსთავის თეატრის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  განახლებულ „ცისფერ დარბაზში" სპექტაკლის პრემიერაც გაიმართა. თეატრის ახლად დანიშნულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ, „ოსკარი" მფლობელის, ცნობილი ბრიტანელი დრამატურგისა და სცენარისტის - რონალდ ჰარვუდის „კვარტეტი", რომლის ქართული ვერსიის ავტორიც თამაზ გოდერძიშვილია, წარმოადგინა.


სპექტაკლში „კვარტეტი" რუსთავის თეატრის ძველი თაობის მსახიობები ირაკლი ბექაია, გია ტყეშელაშვილი, ბადრი კაკაბაძე, გალინა კიკნაძე, ნათელა მუხულიშვილი და ახალგაზრდა მსახიობი ლუკა ციხისთავი მონაწილეობდნენ. სპექტაკლის სცენოგრაფიაზე თავად რეჟისორმა იმუშავა, კოსტიუმების მხატვარი თამარ მალაზონია, კომპოზიტორი კი ნატო თოთიბაძეა.


თეატრის ფოიეში თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მსახიობისა და თეატრის ყოფილი დირექტორის ჯემალ მაზიაშვილის შემოქმედებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ, წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა. წიგნის ავტორი თეატრმოცდნე ვაჟა ძიგუა გახლავთ.  




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner