შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან კავშირი არ აქვს.
„სრული პასუხისმგებლობით მინდა განგიცხადოთ, რომ ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას არანაირი კავშირი არ აქვს თბილისში ჩატარებულ ოპერაციასთან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქობულეთში ქალი დააკავეს. ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი.