logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

1 დეკემბერი. 2017. 12:56



შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული გ.გ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაუზერის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner