logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მარიხუანას მოხმარებასთან მიმართებაში სტატუს-კვო შეიცვალა, მაგრამ სხვანაირი უნდა იყოს მიდგომა მძიმე ნარკოტიკებთან მიმართებაში
- +

1 დეკემბერი. 2017. 13:16



შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე ნარკოტიკებთან მიმართებაში მიდგომა „ცოტა სხვანაირი უნდა იყოს".


„საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გუშინ გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, სტატუს-კვო შეცვალა. ეს უკვე ახალი რეალობაა, რომელშიც უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის ახალი სტატუს-კვო. იმ ნაწილში, რაც შეეხება მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებას, გადაწყვეტილება საკონსტიტუციოს მიერ არის მიღებული და ჩვენ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენი საკანონმდებლო სისტემა რეპრესიული არ უნდა იყოს და ვერ იქნება. თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ცოტა სხვანაირი უნდა იყოს მიდგომა მძიმე ნარკოტიკებთან მიმართებაში, დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოების მოთხოვნაც და მოლოდინიც არის შესაბამისი. მძიმე ნარკოტიკი არის გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს ამ გამოწვევას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner