logo_geo
eng_logo
სუს-ი: სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულებიდან ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია
- +

1 დეკემბერი. 2017. 14:16



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამერიკელი კოლეგების დახმარებით და ექსპერტიზისა და დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.


სპეციალური ბრიფინგი ამ თემაზე უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

 

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მათი მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული პირები საქართველოში და დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner