ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ კამპანიას იწყებს. გეგეჭკორი საზოგადოებას მოუწოდებს, არ გადაყარონ სიგარეტის ნამწვი ქუჩაში და იზრუნონ თბილისზე.
„გააზიარეთ. ნუ გადააგდებ ნამწვს ქუჩაში. თბილისი ჩვენი სახლია. ზრუნვა ქალაქზე გადამდებია", - წერს ლიზა გეგეჭკორი საკუთარ facebook-გვერდზე.
ლიზა გეგეჭკორის მოწოდებას უკვე გამოუჩნდნენ მომხრეები და სოციალურ კამპანიაში ჩართული ადამიანები საკუთარი facebook-გვერდიდან მოუწოდებენ საზოგადოებას, იზრუნონ დედაქალაქზე.