logo_geo
eng_logo
ზურაბ ადეიშვილმა უკრაინა დატოვა
- +

20 აპრილი. 2016. 00:27



საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც სავარაუდოდ, ოდესის პროკურორის თანამდებობას იკავებდა, უკრაინის ტერიტორია დატოვა.


რას უკავშირდება ზურაბ ადეიშვილის უკრაინიდან კვლავ ბუდაპეშტში დაბრუნება, უცნობია, არსებული ინფორმაციით კი, ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გუნდში განხეთქილებაა.


"ნაციონალური მოძრაობის" კულუარებში კი ყვებიან, რომ ადეიშვილს ბოლო პერიოდში უკრაინელ მაღალჩინოსნებთან ურთიერთობები დაეძაბა და მოსალოდნელ საფრთხეებს თავი აარიდა.


როგორც ცნობილია, დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს, მიხეილ სააკაშვილმა კი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ულტიმატუმი წაუყენა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, "რეფორმატორების გუნდი" სავარაუდოდ, ოპოზიციაში გადავა.


 

წყარო: ფრონტ ნიუსი

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner