სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ერთ-ერთი პირის, აჰმედ ჩატაევის ცოლ-შვილი საქართველოში არ იმყოფება. ამის შესახებ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ დროისათვის შემიძლია გითხრათ, რომ ჩატაევის ცოლ-შვილი საქართველოში არ იმყოფება", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.
როგორც ცნობილია, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩატაევის ცოლ-შვილი იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამერიკელი კოლეგების დახმარებით და ექსპერტიზისა და დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია.