სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის ადამ გუმაშვილი არ არის.
„ეს ინფორმაცია არის მცდარი ინფორმაცია, რომ გარდაცვლილთა შორის არის ადამ გუმაშვილი. შემიძლია, ეს უტყუარად და დადასტურებულად გითხრათ", - განაცხადა გიორგობიანმა.