logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილს დასაჭერი ხალხის სიები უკვე შედგენილი აქვს!
- +

20 აპრილი. 2016. 01:25



 „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე  გაზეთ „ახალ თაობასთან" ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სამომავლო გეგმებზე საუბრობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, „ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე სახის თანამშრომლობისგან თავი შეიკავოს.



 „ამერიკამ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას მწვანე შუქი აუნთო. 2012 წელს ხალხი უკიდურესად უარყოფითად იყო განწყობილი „ნაციონალების"  მიმართ და დასავლეთმა აღარ გარისკა.  მაშინ „ნაციონალებს"  რომ გაემარჯვათ, ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა და არეულობა დაიწყებოდა.

 

ახლა რომ ვუყურებ, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, სიტუაცია არეულიყო. უკეთესი იმიტომ იქნებოდა, რომნაციონალები" ასე აღარ დაგვასხდებოდნენ თავზე. იმის მაგივრად, რომ მათი გასამართლება მომხდარიყო, ახლა იქით იმუქრებიან, რომ არსებულ ხელისუფლებას გაასამართლებენ. სააკაშვილი ისეა დარწმუნებული ხელისუფლების დაბრუნებაში, რომ დასაჭერი ხალხის სიები უკვე შედგენილი აქვს.

 

ვაფრთხილებ ხელისუფლებას, თუ ისინი ხელისუფლების გადაბარებას დათანხმდებიან, ქართველი ხალხისგან ძალიან მკაცრ პასუხს მიიღებენ ­ მათ ნაციონალებთან" ერთად გაასამართლებენ" ­ აცხადებს მჟავანაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner