საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძამისი თემურ ალასანია უკვე სამი საათია ბორისპოლის აეროპორტში ჰყავთ დაკავებული და ქვეყანაში არ უშვებენ.
„ბიძაჩემი აშშ-ში ცხოვრობს. ის მაღალი რანგის ყოფილი დიპლომატია. წლების განმავლობაში ნიუ-იორკში, გაერო-ს ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა. ჩემს სანახავად ჩამოვიდა", - წერს მიხეილ სააკაშვილი facebook-ის პირად გვერდზე.