„ბერი სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მაღალ დონეზე ჩატარდა", - ამის შესახებ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი", თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
„ბერი სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მაღალ დონეზე ჩატარდა და უნდა აღინიშნოს, რომ უწყებამ არ დაიშურა მცდელობა, მოლაპარაკებების გზით, არ გაგრძელებულიყო ეს სროლები. 4-5 საათი მიმდინარეობდა მოლაპარაკება, ასევე, ეს დრო გამოყენებული იყო იმისთვის, რომ მაქსიმალურად მაღალი სტანდარტით ყოფილიყო დაცული უსაფრთხოების ნორმები და მომხდარიყო მოქალაქეების ევაკუაცია. მსჯელობა იმაზე, რა ფორმითა და მეთოდოლოგიით შეიძლებოდა ამ ჯგუფის განეიტრალება სისხლისღვრის გარეშე, რთულია. ამ კითხვებზე ბატონი ვახტანგ გომელაური მოგვცემს პასუხებს და იმედი მაქვს, რომ გამოძიების დასრულების შემდგომ სუსი მეტ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.