logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიება 2010 წლიდან უნდა დაიწყოს
- +

2 დეკემბერი. 2017. 01:05


 

„ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიება 2010 წლიდან უნდა დაიწყოს", - ამის შესახებ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

 

„გამოძიება უნდა დაიწყოს 2010 წლიდან, ვინაიდან იქ იღებს სათავეს პრობლემა, რომელსაც გადავაწყდით და რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. უნდა იყოს გამოძიებული თუ რაში სჭირდებოდა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას თანამშრომლობა აჰმედ ჩატაევთან და დღეს როდესაც ამბობენ, რომ მან თითქოს ტერორისტული აქტები ააცილა საქართველოს და თითქოსდა თანამშრომლობდა აგენტთან, წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტი. არანაირ აგენტურულ მუშაობას ჩატაევი არ ეწეოდა, ის მოქმედებდა ისე, როგორც მრწამსი ჰქონდა და ეგონა, რომ თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ემსახურებოდა", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner