logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ჩემს დროს დავით ბერძენიშვილის არაკორექტული განცხადებების კომენტირებაზე არ დავკარგავ!
- +

20 აპრილი. 2016. 02:18


 

„მე კარგად ვთანამშრომლობრესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელთან, თავდაცვის მინისტრთან და ვინც უნდა ეცადოს, რომ მარტივ პოლიტიკურ პროვოკაციას ავყვე, ეს არ გამოუვა."-  ამის შესახებ გადაცემა 2030-ში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.


„ჩემი დროის რესურსს დავით ბერძენიშვილის არაკორექტული განცხადებების კომენტირებაზე არ დავკარგავ. სხვადასხვა პოლიტიკოსები დავით ბერძენიშვილის პოლიტიკოსობით აღფრთოვანებული არ არიან და მათ შორის დაპირისპირებას აქვს ადგილი. როგორც ჩანს, ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება მათ პოლიტიკურ ინტერესში არანაირად არ ჯდებოდა და დავით ბერძენიშვილი შეეცადა, ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანა. მან განაცხადა, რომ ისინი უფრო პროდასავლურები არიან და როგორ შეიძლება, უფრო მეტად პროდასავლური იყო? პროდასავლური ხარ ან არ ხარ. მე კარგად ვთანამშრომლობრესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელთან, თავდაცვის მინისტრთან და ვინც უნდა ეცადოს, რომ მარტივ პოლიტიკურ პროვოკაციას ავყვე, ეს არ გამოუვა",-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.


სესიაშვილისა და ბერძენიშვილს შორის აზრთა სხვადასხვაობა გასულ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოსმენის შესახებ კანონზე გადაწყვეტილებამ გამოიწვია. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ნორმები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფარული მოსმენის სისტემაზე პირდაპირი მიერთების საშუალებას აძლევს.


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ მაშინ განაცხადა, რომ თუკი ქვეყანაში ტერორზმის საფრთხეები გაიზრდება, ამაზე პასუხის გამცემი საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იყოს.


"თუ სამართალდამცავ ორგანოებს წავართმევთ ყველა საშუალებას ადეკვატურად მოახდინონ დანაშაულის პრევენცია, ადეკვატურად იბრძოლონ ტერორიზმის წინააღმდეგ, მაშინ საზოგადოების პრეტენზიებზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასთან იქნება დაკავშირებული, პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო სასამართლომ აიღოს", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.


დავით ბერძენიშვილმა კი, ამის პასუხად განაცხადა -  საკონსტიტუციო სასამართლო ინსტიტუტია და არ შეიძლება, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ინსტიტუტზე ასე საუბრობდეს, მაგრამ პირველი შემთხვევა არ არის, როცა ირაკლი სესიაშვილს თავში მთლად ზუსტი ტერმინები არ მოსდის. ეს იმას მაგონებს, როცა თოფაძე თავდაცვის მინისტრს უტევდა და ეს ყველაფერი თოფაძესა და რესპუბლიკელებს შორის პიროვნულ დაპირისპირებად მოინათლა. საინტერესოა, რატომ არ დაიცვა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ მას შემდეგ, რაც პროკურატურამ თქვა, რომ გოგი თოფაძე ტყუოდა. აინტერესებს თუ არა ეს საკითხი ირაკლი სესიაშვილს და აპირებს თუ არა პოზიციის გამოხატვას გოგი თოფაძის ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით".

 


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner