logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
- +

2 დეკემბერი. 2017. 11:53



2017 წლის 01 დეკემბერს მოქალაქე ბ.ბ-ს, ყოფილი მეუღლის ანგარებით განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და  ამავე კოდექსის 19,3531-ე მუხლის მესამე ნაწილით.


საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ უკვე განქორწინებულ ყოფილ მეუღლეებს ბ.ბ-ს და ნ.კ.-ს შორის სამართლებრივი დავის დასრულებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, 2017 წლის 30 ნოემბერს საღამოს საათებში ბ.ბ. მის ყოფილ მეუღლეს ნ.კ.-ს დახვდა ქ. თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში მდებარე მის საცხოვრებელ ბინასთან და იარაღის მუქარით სთხოვდა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული სრული თანხის  დაუყოვნებლივ გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.   რამოდენიმე წუთის განმავლობაში ბ.ბ. ნ.კ.-ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და იარაღით ემუქრებოდა ნ.კ.-ს და ამ უკანასკნელის დასახმარებლად გამოსულ მეზობლებს არ მისცა ნ.კ.-ს დახმარების საშუალება, რის გამოც მეზობელთა მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია.


შემთხვევის ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ბ.ბ-ს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთათვის დამორჩილება, რის საპასუხოდაც ბ.ბ-მ განახორციელა გასროლა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მისამართით. ბ.ბ-მ სახის მიმართულებით, დამიზნებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა მის ყოფილ მეუღლეს ნ.კ-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად დაეცა უგონოდ და ბ.ბ.-მ კვლავ გააგრძელა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიმართულებით გასროლა. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან გახსნილი საპასუხო ცეცხლის შედეგად ბ.ბ. დაიჭრა.


ბ.ბ. და ნ.კ გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში და შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის შემდგომ ორივე მათგანი გამოწერეს. დაკავებული ბ.ბ. შესახლდა დროებითი მოთავსების იზოლატორში.


ბ.ბ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner