logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი: ამ ამბავმა 80-90-იანი წლები გამახსენა...
- +

2 დეკემბერი. 2017. 13:30



ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი გუშინ, ხორავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„გუშინ ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა ვერაზე. სკოლის მოსწავლეებმა იჩხუბეს, რა დროსაც დანით დაჭრეს 2 თანატოლი. სამწუხაროდ, 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა. მეორე დაჭრილი რეანიმაციაშია.

შეიძლება, არც დაიჯეროთ, როგორ დამთრგუნა ამ ამბავმა და გამახსენა 80-90-იანი წლები, როცა ჩემი ერთ-ერთი სკოლელი დანით მოკლეს.

ცუდად ზრდიან მშობლები ასეთ შვილებს.

არ ვიცი, მამა, რომელიც სუფრასთან შვილების, სიცოცხლის სადღეგრძელოს სვამს, რანაირად ვერ ასწავლის საკუთარ შვილს, რომ ჩხუბში დანა არ გამოიყენოს, რომ სხვისი სიცოცხლის მოსპობა ადამიანური საქციელი არ არის, რომ შეიძლება, ჩხუბიც მოგივიდეს და თუ შეცდი, ბოდიში მოიხადო ან ხელით მაინც დაიცვა თავი. ბევრი სხვა გამოსავალიც არის, ადამიანი რომ არ დაჭრა და მოკლა.

რატომ აქვთ ბავშვებს აგრესია ან ქუჩური გარჩევებისკენ მიდრეკილება? იქნებ ვიფიქროთ და ვიმუშაოთ ამ საკითხზე.

მშობლებო, როცა შვილების სადღეგრძელოს სვამთ, გახსოვდეთ, რომ შეიძლება, თქვენი შვილი სხვის შვილს სიცოცხლეს ართმევდეს.

მკვლელი მოსწავლეების დანაშაული სწორედ მშობლების კისერზეა.

აღზარდეთ ისინი ისე, რომ სხვის სიცოცხლეს პატივს სცემდნენ, რომ დანის ჩხუბში გამოყენება არის სიბრიყვე და თავის დაცვა კრივზე სიარულითაც შეუძლიათ.

ასწავლეთ, რომ თუ ღირსეული ცხოვრება უნდათ, ამისთვის განათლებაა საჭირო და არა იარაღი და ქუჩური გარჩევა.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. დაშავებულს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს ჩანადირი.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner