logo_geo
eng_logo
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

2 დეკემბერი. 2017. 15:18

 

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე  ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდის დაწესებულებათა კოორდინაციის სამსახურის კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი ნ. დააკავეს.


„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ბალანსზე რიცხული მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით შესყიდვაში და შემდგომ მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა მიწის ნაკვეთის ღირებულების 10 % -24 000 ლარი, საიდანაც წინასწარ მოითხოვა თანხის ნაწილი - 8000 ლარი.

 

2017 წლის 1 დეკემბერს, გიორგი ნ-მ  მოქალაქისგან აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი 8000 ლარი, რა დროსაც იგი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

 

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner