logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს
- +

1 დეკემბერი. 2017. 21:00



კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:


„ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს!

ბატონო ბიძინა! დიდხანს ვფიქრობდი, მომეწერა თუ არა თქვენთვის ეს წერილი. იმიტომ კი არა, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობდი, სათქმელი არ მქონდა. მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს უკვე მხცოვან დედას კიდევ ერთხელ არ წამოსვლოდა ცრემლი კაცთა უმადურობაზე. იმიტომ, რომ თქვენს ოჯახს კიდევ ერთხელ არ გაეგო იმ ბოროტების შესახებ, რომელმაც უბრალოდ ადგილი შეიცვალა და არსად არ წასულა. იმ ატეხილმა აჟიოტაჟმა, თქვენ რომ ვითომ „თბილისის" ყიდვა გინდათ და ამას მოყოლებულმა ბევრმა სხვა ბრალდებამ გადამაწყვეტინა, რომ დამეწერა ეს წერილი. ბატონო ბიძინა! ალბათ კარგად უწყით, რომ საძაგლობაა, როდესაც სიმხდალესა და სილაჩრეს მიმტევებლობით ნათლავენ. ასეთი მიმტევებლები აღმოვჩნდით ჩვენ იმ ადამიანების მიმართ, ვინც სულ რაღაც 11-12 წლის წინ, მოგეხსენებათ, ეს არაფერია ისტორიისთვის, პრაქტიკულად გენოციდი მოგვიწყო, ღირსება შეგვილახა, შვილები დაგვიშინა, დედები აგვიტირა და ჩვენ ვაპატიეთ, იმიტომ, რომ „მიმტევებლები ვართო". მერე ჩვენი მიმტევებლობის გამო, უნიათოები გვეძახეს და თანდათან მოუხშირეს თავის გამოყოფას, თავის გესლიანი ენაც მიაყოლეს და მთავარი იდეოლოგიც ნელ-ნელა ტელეეკრანებზე გამოიყვანეს. მერე ლანძღვასა და პროვოკაციას უმატეს „ვინცხა იმისი არ იყოს" ლაფში ამოგვსვარეს „ადგილგადანაცვლებულებმა", იმავე „იდეოლოგიის" მატარებლებმა კამპანია წამოიწყეს ცილისწამებით აავსეს ქვეყანა და დასაყრდენად ის ხალხი გამოდგა, თქვენ რომ ასე ენდობოდით, ბატონო ბიძინა. ბრძენკაცს უთქვამს, „როგორც ზოგიერთ კაცთაგანს, ცხოველსაც ასე სჩვევია, როცა ქედმოდრეკილად ექცევი, მას ჰგონია, ჩემი ეშინიაო, თორემ რად მომეპყრობოდა პატივისცემითო. დააშინეს, ბატონო ბიძინა, თქვენ ვისაც საქართველო ჩააბარეთ, ისინი, ცუდ დღეში ჩაყარეს, ყოფილი ნაცები დღეს „ევროპულ დამოუკიდებელ" კანდიდატებად ქცეულები ძირს უთხრიან მთავარ მონაპოვარს - ხალხის ნდობას. ბატონო ბიძინა! თქვენ წახვედით პოლიტიკიდან და პოლიტიკა გარიგებად იქცა. თქვენ დაუთმეთ პოზიცია და მათ დათმეს პატიოსნება, თქვენ მოიტანეთ თავისუფლება და მათ ვერ გამოიყენეს. „ღორებს მარგალიტი არ უნდა დაუყაროთ", ამოსვრიან, ვერ შეიფერებენ, გათელავენ. ჯაყოებისა და ლუარსაბებისაგან თუ არ გავთავისუფლდით, სულ აქვე იქნებიან ჩასაფრებულნი და ისევ თვალზე ცრემლი მიადგება დედათქვენს, გული აუჩუყდება თქვენს ოჯახს და მათთან ერთად ჩვენც, ხალხს, რომელიც თქვენ გენდოთ და დღემდე ინერციით ოცნებობს ნამდვილ სამშობლოზე, მცოდნეზე და სუფთაზე, სინდისის კარნახით რომ მოქმედებენ. ბევრ რამეს არც გეუბნებიან, გიმალავენ, ალამაზებენ და თქვენთან „შეფუთული" მოაქვთ, მაგრამ მერწმუნეთ, ხალხი ბრძენია და ერთ მშვენიერ დღეს გახსნის ყველაფერს და არ მინდა, რომ ეს გახსნა მტკივნეული იყოს ჩემი სამშობლოსათვის", - წერს დავით ოქიტაშვილი.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner