უფლებადამცველი გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„იმდენ უაზრო თემაზე „იბრძვის" საზოგადოების 90%, რომ რეალური საფრთხეები აღარავის აღარ ახსოვს... აი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე - მოზარდების აღზრდა და განათლება. ელემენტარულს არ ასწავლიან ბავშვებს... ქუჩას ბევრი მინუსი ჰქონდა, მაგრამ იმას მაინც ასწავლიდნენ მოზარდებს, რომ უსამართლოდ არ მოქცეულიყვნენ, ეპატიებინათ ერთმანეთისთვის, მსგავსი გარჩევების დროს ყველას გვახსოვს უფროსი უბნელი არიგებდა მოზარდებს და ხელის ჩამორთმევით სრულდებოდა მსგავსი გარჩევები რასაც დღეს ორი მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალება მოჰყვა... არ ვამბობ იმას, რომ ქუჩის ინსტიტუტია დასაბრუნებელი, ქუჩა მაშინ არის საჭირო, როცა სხვა განათლების საშუალება არ აქვს ქვეყანას, დღეს გვაქვს, მაგრამ არ ვიყენებთ სწორად! ამიტომ ბევრი რამ არის შესაცვლელი განათლების სისტემაში! ასევე, მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ეკლესიამ უნდა ითამაშოს დიდი როლი სიტუაციის დარეგულირებაში, დაუჯერეთ უწმინდესს, სასულიერო პირებს მივმართავ, ვინც ტახტისთვის იბრძვის, უწმინდესს დაუჯერეთ და სოროსელებთან სირბილის ნაცვლად თქვენს მრევლს მიხედეთ და იზრუნეთ მათ სულიერ საკვებზე! კმარა მანქანის ძრავის მოცულობებზე საუბარი საკურთხეველში, ნათლობის შეწყვეტა ტელეფონის ზარების გამო, ბიზნესების ძალისმიერი მეთოდებით „დათრევა", მრევლის შანტაჟი და ასე შემდეგ! რაც აქ ჩამოვთვალე ყველას დასაბუთება შემიძლია და უფრო მეტიც, ნუ მაიძულებთ სახელებით და გვარებით ვწერო და შეგარცხვინოთ! გეყოთ უკვე!!! ხალხს მიხედეთ! ხალხმა ხომ „მოგხოდათ" და მოგხედათ, ახლა თქვენც მიხედეთ! გთხოვთ!!!" - წერს გაბედავა.