logo_geo
eng_logo
სომალიში ორმაგი ტერაქტის შედეგად 512 ადამიანი დაიღუპა
- +

2 დეკემბერი. 2017. 20:50



14 ოქტომბერს, სომალის დედაქალაქ მოგადიშოში, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 512-ს გადააჭარბა.


სომალის საგანგებო სიტუაციების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დაშავებულია 295, ხოლო 70 ადამიანი დაკარგულადაა მიჩნეული.


მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ორმაგი ტერაქტის შედეგად მოგადიშოში 358 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 228 დაშავდა. დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.


თვითმხილველების ცნობით, ბომბი სატვირთო მანქანაში იყო დამონტაჟებული, რომელიც მოგადიშოს ცნობილ სასტუმროსთან იდგა, კიდევ ერთი აფეთქება კი მადინას კვარტალში მოხდა.


ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner