logo_geo
eng_logo
გიორგი კეკელიძე: ჩემი და თქვენი მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ...
- +

3 დეკემბერი. 2017. 01:28



ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გუშინდელ ტრაგედიაზე ანუ „ორი თავი"...

 

სიკვდილზე ბევრი დამიწერია. ახლა აღარ ანუ უფრო ზუსტად, ვეღარ დავწერ. არის სიკვდილები, რომელიც ისე მტკივნეულია, ფიქრს არიდებ. თან უამრავი სიტყვა დაიხარჯა უკვე.


სხვა რამის თქმა მინდა. ესეც ითქვა, ოღონდ ცოტა ვრცლად ვეცდები:

 

ხშირად მოგიკრავთ ხოლმე ყური, როცა ვინმე დაშავდება ან მოკლავენ, მივლენ, იქვე შემსწრეს კითხავენ რამეს და ის პასუხობს: არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. და მერე სახლში შესული ალბათ იტყვის - ორი თავი ხომ არ მაქვს, თან ამით არაფერი ეშველებათ იმ საწყლებს.

 

მე კიდევ მგონია, რომ ჩვენი - ჩემი და თქვენი მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ არაფერი არ ვიცით ან უფრო ზუსტად, ვიცით და თავს ვიტყუებთ. ვიცით, მკვლელობამდეც, მკვლელობისას და მკვლელობის შემდეგ. ვიცით, რომ ძალადობის პრიმიტიული რომანტიზაციის ინერცია, რამაც თაობები შეჭამა, ჯერ არსად გამქრალა და მას ყოველდღე უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ვდუმვართ. ვდუმვართ ასე, სანამ სხვისი სისხლი ჩვენად არ იქცევა. აბა, ორი თავი ხომ არ გვაქვს? არადა - დიახ! ორი თავი უნდა გვქონდეს, ორი და ხუთიც და ათასი თვალი, რომ ერთმანეთი და ეს ქვეყანა ამ ბეწვის ხიდზე გადავატაროთ. ორი თავია საჭირო. აქ და ახლა. სხვების, გადარჩენილების სიცოცხლისთვის!" - წერს კეკელიძე.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner