logo_geo
eng_logo
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სამი მოქალაქე დააკავა
- +

3 დეკემბერი. 2017. 11:38


 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, N2 სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად,  თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის  ფაქტზე დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

 

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის  ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner