თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ჯაფარიძე ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა შორის მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებს.
ვგრძნობ პასუხისმგებლობას როგორც საზოგადოების წევრი, როგორც მამა.
ეს შემზარავი ამბავი თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა", - წერს ჯაფარიძე.