ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„90-იანელები არიან ჩემი შვილები... ატენის ქუჩელები... ვისაც ახსოვს ის პერიოდი ვაკეში, მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. ახლა უკვე დიდები არიან, სამ-სამი შვილის მამები. მოკლედ, ღმერთმა გადაგვარჩინა !
ერთხელ, „ლისიჩკა" ვუპოვე ჯიბეში... - რა იყო, რამ შეგაშინა, მოდაშიაო - მიპასუხეს.- თქვენ თუ ხვდებით, ეს რომ თან დაგაქვთ, პოტენციური მკვლელები ხართ-თქო. გაჩუმდნენ... მაშინ ვუთხარი პირველად და უკანასკნელად ჩემ შვილებს ის, რაც ნაფიქრი და გააზრებული მქონდა. - „მე არ ვიცი რა არჩევანს გააკეთებთ ცხოვრებაში, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება მინდა იცოდეთ! იმას, რომ ვიყო მკვლელის დედა, მირჩევნია შვილმკვდარი დედა ვიყო-თქო"...
დედაშვილობის უდიდესი საიდუმლოს სწორი ამოხსნა მგონია თავი და თავი შვილების მომავლის!...
ნეტავი შემეძლოს რაიმეთი შევეხიდო მოკლული ბიჭების დედას... ნეტავი...", - წერს ხოფერია.