logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ესაა არსი იმ სისასტიკისა, რომელსაც ამ დღეებში წავაწყდით...
- +

3 დეკემბერი. 2017. 17:35



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი, „ქართული მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა. ამასწინათ ერთი ჩემი თაობის მკვლელი გადამეყარა, 2 ანგელოზივით ბიჭი მოკლა 1992 წელს უნივერსიტეტთან, ეს ნაძირალა მილიონერი გამხდარა და ისეთი პატივით ეპყრობოდა გარშემო მყოფები, რომ გული ამერია. 90-იანების მკვლელობებს ერთი უხილავი ხელი მართავდა, უხილავი ხელი, რომელმაც ახალი ქართული ბიზნეს-ელიტა და ბომონძღი შვა, მილიონერები, რომლებიც 90-იან წლებში ყაჩაღობით და მკვლელობით იყვნენ ცნობილები, ზოგიერთი მათგანი პოლიტიკოსი, დეპუტატი, მინისტრიც კი გახდა, არავინ დასჯილა არც კანონიერი პრეზიდენტის დამხობისთვის, არც თბილისის დაყაჩაღებისთვის, არც სამეგრელოს აოხრებისთვის, არც მკვლელობებისთვის და არც არაფრისთვის. - ეს მაგალითი დაუტოვა 90-იანების თაობამ მომავალ თაობებს. დგას და ფიქრობს დღევანდელი 16 წლის ნაძირალა-მკვლელი, რომ იმას თუ შერჩა და დღეს დიდი კაცია, მეც შემრჩება და მეც დიდი კაცი გავხდებიო, ესაა არსი იმ სისასტიკისა, რომელსაც აგერ ამ დღეებში წავაწყდით. ჰო და ბოლოს - ჯაბა იოსელიანის პანთეონს მოუარეთ და შევარდნაძეს სახლ-მუზეუმი გაუხსენით, ხოლო კიტოვანი როცა ჩაძაღლდება გმირივით დაკრძალეთ - ეს არ დაგავიწყდეთ და კიდევ ბევრი ნაძირალას დაფასება გახადეთ მაგალითად მომავალი თაობებისთვის. არა!!! ჩემი საქართველო ეს ნაღდად არ არის!!!" - წერს ბრეგაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner