logo_geo
eng_logo
ბესო ჩუბინიძე: „მეგა“ წლებია, ღირსეულად ახორციელებს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანების დაფასებას
- +

3 დეკემბერი. 2017. 17:45



1 დეკემბერს, „თბილისი არტ-ჰოლში"  მუსიკალური დაჯილდოება „მეგას" მე-18 ცერემონია დახურულ ფორმატში გაიმართა და მხოლოდ მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საღამო მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად საქველმოქმედო ფორმატში ჩატარდა. როგორც ღონისძიების ავტორმა, ჟურნალისტმა  ბესო ჩუბინიძემ „რეპორტიორთან" განაცხადა, „მეგა" უკვე წლებია, საქველმოქმედო ფორმატით ტარდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება.


„მეგას" რიგით მე-18 დაჯილდოების გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული ხელოვნების და კულტურის, ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავები, კომპოზიტორები, ანსამბლები და საზოგადო მოღვაწენი. რიგით მე-18 ცერემონიაზე, ფავორიტები სხვადასხვა ნომინაციაში დასახელდნენ.


როგორც ღონისძიების ორგანიზატორი ბესო ჩუბინიძე აცხადებს, „მეგა" ქართული ხელოვნების, კულტურის და გასართობი ინდუსტრიის განვითარებასა და სტიმულირებას ემსახურება.


„მეგა" წლებია, ღირსეულად ახორციელებს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანების დაფასებას, ხელშეწყობას და კონკრეტული წლის მანძილზე მათი აქტიურობით შექმნილი პროდუქციის და გამორჩეული ნამუშევრების დაჯილდოებას. წლებია უკვდავყოფს იმ ადამიანების სახელებს, რომლებმაც ღირსეული კვალი დატოვეს ქართული მუსიკის განვითარებაში. სწორედ ამ მიზნით დაარსდა ირაკლი ჩარკვიანის სახელობის „მეფეს მეგა", ნიჭიერი ქართველი მუსიკოსის დათო ოძელაშვილის სახელობის „ოძელას მეგა" და ქართული ფოლკლორის მარგალიტის - თეონა ქუმსიაშვილის სახელობის „თეონას მეგა", რომლის ნომინაციებში გამარჯვებულებს უკვე წლებია მათი ოჯახის წევრები გადასცემენ მუსიკალურ ჯილდოს და წოდებას. 2015 წელს კი დაწესდა ეთერ კაკულიას სახელობის სპეციალური „მეგა" - „ეთოს მეგა" ნომინაციაში - „წლის პოზიტივი", - განაცხადა ბესო ჩუბინიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner