logo_geo
eng_logo
ირაკლი ღლონტი: უცნობო ძმაო, მე, ორი შვილის მამა გეხმიანები და გიცხადებ სამძიმარს
- +

3 დეკემბერი. 2017. 18:32



„რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„შვილმოკლულო მამავ, უცნობო ძმაო, მე, ორი შვილის მამა გეხმიანები და გიცხადებ სამძიმარს, მაგრამ ვერ ვპოულობ სიტყვებს, რომელსაც ახლა შემოგკადრებ გამხნევების მიზნით. ორი დღის მანძილზე მოსვენება დამიკარგა ჩვენს ქალაქში მომხდარმა შემზარავმა სისხლიანმა ტრაგედიამ, თუმცა ეს ყველაფერი კიდევ უფრო აღვიქვი მას შემდეგ, რაც შენ გნახე ამ მდგომარეობაში. რა გითხრა ძმაო ! ვერ განუგეშებ, ახლოს რომ ვიყო კაცურად გადაგეხვეოდი და მეც ვიტირებდი შენთან ერთად, სიტყვები კი აქ უძლური და უადგილო მგონია, შვილია მოკლული !

 

არც კი ვიცი რატომ ვწერ ამას, ვიცი ვერ წაიკითხავ ახლა შენ, მაგრამ მაინც ვწერ, ალბათ იმიტომ, რომ შენი განწირული ხმის გაგონების შემდეგ ვეღარ ვიტევ ამ ემოციას ჩემში ...

 

ეცადე გაუძლო, დათოსთვის უნდა გაუძლო...

 

აი შენ, მკვლელის მამავ, პროკურორი ხარ თუ აკადემიკოსი, არ მისცე თავს უფლება გახდე ბოროტების მონაწილე, აიღე პასუხისმგებლობა და მოიქეცი ისე, როგორც კაცს შეეფერება ამ დროს, ნუ იქნები მხდალი, შენს შვილს პატიმრობა ელის, მსუბუქი სასჯელი უმძიმესი დანაშაულისთვის, დათოს და ლევანის მამებს საკუთარი შვილის მიწას მიბარება და საფლავის ფერება! გახსოვდეს, შენც მამა ხარ, ვიცი, არ არის ეს ადვილი! იმოქმედე!" - წერს ღლონტი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner