ავტორი ანასტასია იოსელიანი
ჟურნალისტი ანასტასია იოსელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ხამების და ვამპირების ქვეყანა!!!
უსულო ნივთების ქვეყანა!!!
აყარეთ ხელები ჰაერში ტაშისთვის - 31-ში მწვანე ფოთლები აფრიალეთ დაუზოგავად!!!
იყვირეთ თავისუფალ ორიენტაციებზე და იყვირეთ რომ „მკვლელი დასახვრეტია"!!!
თქვენი აშენებული ქვეყანა რა ვთქვი!!!
„ლაღიძის წყლები" ჩამოარიგეთ!!!
გვარამიას გადაეცით კიდევ უფრო დიდი საყვირი!!!
იხტუნავეთ შიშვლებმა ჩოხებზე და არავინ შეიმჩნიოს ყოველდღე გადმომხტარი ბავშვები!!!
დაიცავით თქვენი ქვეყნის თავისუფლება, დაიცავით და გაყავით შვილები „ჩემად" და „შენად"!!!
ეძებეთ ქვეყნის მტერი თანამესაყდრეში, გადაწვით ტაძრები და თქვენში დახვრიტეთ ეს გარეწარი „მკვლელი"!!!
ისაზრდოეთ მგლოვიარე მშობლების ფოტოებით და თავი მეზობლად წარმოაჩინეთ!!!
კრიმინალი, უსისხლო და უსულო ერი!!!
არაფერი ჩვენ არ ვიცით! - არც ცრემლი და არც ღიმილი!!!
ბესო ზანგურმა თქვა: „დამალეთ ეს ქვეყანა!" და ამაზე ჭეშმარიტი მოწოდება ბოლო წლებში ჯერ არ მომისმენია.
დამალეთ, დამალეთ...!" - წერს იოსელიანი.