logo_geo
eng_logo
„მეგა 2017“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
- +

3 დეკემბერი. 2017. 19:02


 

მუსიკალური დაჯილდოება „მეგა" 1999 წელს დაარსდა. იდეის ავტორი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძეა. რამდენიმე წელია, რაც ღონისძიებამ საქველმოქმედო ფორმატი შეიძინა.


წელს, 1 დეკემბერს, „არტ-ჰოლში" „მეგას" რიგით მე-18 ცერემონია დახურულ ფორმატში გაიმართა, რომელსაც მხოლოდ მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 


„მეგას"დაჯილდოების გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული ხელოვნების და კულტურის, ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავები, კომპოზიტორები, ანსამბლები და საზოგადო მოღვაწენი. ფავორიტები სხვადასხვა ნომინაციაში დასახელდნენ.

 

„მეგა" წლებია, ღირსეულად ახორციელებს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანების დაფასებას, ხელშეწყობას და კონკრეტული წლის მანძილზე მათი აქტიურობით შექმნილი პროდუქციის და გამორჩეული ნამუშევრების დაჯილდოებას. წლებია უკვდავყოფს იმ ადამიანების სახელებს, რომლებმაც ღირსეული კვალი დატოვეს ქართული მუსიკის განვითარებაში. სწორედ ამ მიზნით დაარსდა ირაკლი ჩარკვიანის სახელობის „მეფეს მეგა", ნიჭიერი ქართველი მუსიკოსის დათო ოძელაშვილის სახელობის „ოძელას მეგა" და ქართული ფოლკლორის მარგალიტის - თეონა ქუმსიაშვილის სახელობის „თეონას მეგა", რომლის ნომინაციებში გამარჯვებულებს უკვე წლებია მათი ოჯახის წევრები გადასცემენ მუსიკალურ ჯილდოს და წოდებას. 2015 წელს კი დაწესდა ეთერ კაკულიას სახელობის სპეციალური „მეგა" - „ეთოს მეგა" ნომინაციაში - „წლის პოზიტივი", - განაცხადა ბესო ჩუბინიძემ „რეპორტიორთან" საუბარში.


„მეგა 2017"-ის პრიზიორებმა „რეპორტიორთან" ისაუბრეს:

 

„მომღერლებს და ზოგადად, ხელოვან ხალხს სჭირდება სითბო და მოფერება. დარბაზში რამდენჯერ გაისმა, აპლოდისმენტები. აპლოდისმენტები არა მხოლოდ ხელოვანს, არამედ ყველას სჭირდება", - განაცხადა თემურ წიკლაურმა.

 

„შემოქმედ ხალხს სჭირდება წახალისება და სტიმული მომავალში ახალი ნაბიჯების გადასადგმელად", - განაცხადა ნუგზარ ერგემლიძემ.

 

„პირველად ვარ „მეგას" დაჯილდოებაზე და ძალიან მოვიხიბლე ამ ცერემონიით. ბესო იმსახურებს, რომ გააგრძელოს ეს პროექტი. ის მართლა სტიმულს აძლევს ახალგაზრდებს, რომ რაღაცის შექმნისთვის იბრძოლონ", - განაცხადა ვაჟა დურგლიშვილმა.

 

„ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები ხშირად უნდა ტარდებოდეს საქართველოში, რადგან ეს ერთგვარი სტიმულია შემოქმედი ადამიანებისთვის. აღფრთოვანებული ვარ, რადგან დღეს ჩემმა ხუთი წლის აღსაზრდელებმა პირველად გაიარეს წითელ ხალიჩაზე, თეატრალურ ხელოვნებაში ფეხი პირველად შედგეს. „მეგას" ყველა მონაწილეს წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ", - განაცხადა ლალი ლატარიამ.

 

 

„დიდი ხანია, რაც ამ სფეროში ვმუშაობ. ეს პრიზი ჩემთვის მოულოდნელი იყო, თუმცა ჩემთვის ეს დიდი საჩუქარი და სტიმულია, რათა უფრო მეტი ვიმუშაო და მეტი ნამუშევარი შევქმნა", - განაცხადა ზაზა გოჩიტაშვილმა.

 

„მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო პროექტ „მეგას" და დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ეს ძალიან დიდი დაფასება და მოტივაციაა. „მეგას" ვუსურვებ უფრო მეტად დაუფასდეს ეს შრომა", - განაცხადა ნანა ბალახაშვილმა.

 

„მეგა" ძალიან კარგი ღონისძიებაა, რადგან ამჩნევს და აფასებს წარჩინებულ ადამიანებს. ეს ქვეყნისთვისაც და ხელოვანი ადამიანებისთვისაც ძალიან კარგია. რაც შეეხება ჩვენს კავშირს, მე ვცდილობ ყველგან ვიყო, სადაც ხელი მიმიწვდება, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა არის „მეგა". ჩვენ რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ და სიამოვნებით გავაგრძელებთ მომავალშიც", - განაცხადა მაქს მეირშავიტმა.

 

„ძალიან მიხარია, რომ არსებობს ასეთი დაჯილდოებები, რადგან ეს ძალიან დიდი სტიმული და ენთუზიაზმია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ისეთი მუსიკის შექმნა, რაც დროს გაუძლებს. ეს პრიზი კი ყველა იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც ჩემთან ერთად მოღვაწეობს მუსიკაში", - განაცხადა ნინო ბაშარულმა.

 

„ძალიან გახარებული ვარ და ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის ეს პრიზი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, ვინც დამეხმარა კლიპის - „ჩემი გოგო" გადაღებაში", - განაცხადა ანდრია გველესიანმა.

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner