ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა, დაშავებულია 4000-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია 1500-მდე სახლი. 72 საათზე მეტია რაც სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი 20 500 ადამიანი საცხოვრებლად ბანაკებს იშენებს. ნანგრევებში დაკარგულია 107 ადამიანი.
ბოლო ორი დღის განმავლობაში 54 ადამიანის პოვნა და გადარჩენა შეძლეს.