logo_geo
eng_logo
„ყველა მონაწილე უმკაცრესად დაისჯება!“ - გიორგი გახარიას კომენტარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე
- +

3 დეკემბერი. 2017. 21:08



შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კომენტარს აკეთებს. როგორც გახარიამ აღნიშნა, ამ საქმეზე დეტალები უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული. მინისტრის თქმით, ყველა, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა, უმკაცრესად დაისჯება.

 

„დღეს ჩვენი საზოგადოების ყურადღება კონცენტრირებულია იმ ტრაგედიის მიმართ, რომელიც მოხდა თბილისში. ყველა მხარეს და სხვა უწყებებს გვაქვს ერთობლივი პოზიცია, რომ გამოძიება სწრაფად უნდა მოხდეს და სამართლიანად.

 

ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადაში სერიოზულ შედეგებს მივაღწიეთ.

 

პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე 51 სკოლის მე-11 კლასელები შეიკრიბნენ. ამ კონფლიქტში ჩაერთნენ ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები.

 

2001 წელს დაბადებული არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დადგენილია ფაქტის ჩამდენი მიმდინარეობს გამოძიება.

 

მეორე ბრალდებული იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები მის დასაკავებლად. მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, დაიკითხა 150 პირი, მშობლები, არასრულწლოვნები - თანამშრომლობის სურვილი მცირე ხალხმა გამოთქვა, ეს სერიოზული პრობლემაა და დანაშაულის აღქმა არ არის სწორი.

 

კარგად გვესმის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადავდგათ, რათა დანაშაულის აღქმის სწორი პოზიციები არსებობდეს.

 

ამ საქმეზე დეტალები იქნება უმოკლეს ვადაში გამოძიებული. ყველა, ვინც მონაწილეობას იღებდა უმკაცრესად დაისჯება.

 

შესაძლებელია, ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფებს სტატუსი შეეცვალოთ",- განაცხადა მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner