logo_geo
eng_logo
აჰმედ ჩატაევი ტერორისტთა სიაში 2015 წელს შეიყვანეს
- +

3 დეკემბერი. 2017. 21:08



საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ტერორიზმში მხილებულთა სია 2017 წლის ოქტომბერში განაახლა. ჩამონათვალში სულ 397 ადამიანია. უწყება ჩამონათვალს გაეროს და ინტერპოლის ინფორმაციის საფუძველზე პერიოდულად აახლებს. აჰმედ ჩატაევი სიაში 2015 წელს შეიყვანეს. ინფორმაცია უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.


დოკუმენტში, აჰმედ ჩატაევის შესახებ ნათქვამია, რომ ის იმ ფიზიკურ პირთა სიაში იყო, რომლებიც შედიან ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს, ორგანიზაცია ალ-ქაიდას ან მასთან დაკავშირებულ ტერორისტულ ორგანიზაციებში. ჩატაევის შესახებ დოკუმენტში შემდეგი მონაცემებია:


აჰმედ ჩატაევი - აკჰმედ (akhmed) რაჯაპოვიჩ (rajapovich) ჩატაევი (chataev);

დაბადების თარიღი: 04.07.1980

დაბადების ადგილი: სოფელი ვედენნო, ვედენსკის ოლქი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია.

ეროვნება/მოქალაქეობა: რუსი

ფსევდონიმები/ზედმეტსახელები: აკჰმად შიშანი, დევიდ მაიერი, ელმირ სენე, ოდნორუკი

პასპორტის მონაცემები: რუსეთის ეროვნული პასპორტის ნომერი 9600133195, გაცემულია ვედენსკის ოლქში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

მისამართი: სირიის არაბთა რესპუბლიკა (ადგილსამყოფელი 2015 წლის აგვისტოში); ერაყი (სავარაუდო ალტერნატიული ადგილსამყოფელი 2015 წლის აგვისტოში).

 

სიაში შეყვანის თარიღი: 02.10. 2015


სხვა ინფორმაცია: 2015 წლის აგვისტოში ერაყში და ლევანტში ისლამური სახელმწიფოს (ISIL) ერთ- ერთი ლიდერი, ირიცხება ალ-ქაიდას ორგანიზაციაში. ერაყში (Al-Qaida in Iraq) იურიდიული პირების სიაში იყო. ხელმძღვანელობდა დაახლოებით 130 მეომარს.


ფიზიკური აღწერილობა: თვალის ფერი ყავისფერი, თმის ფერი: შავი. აღნაგობა: სრული. განმასხვავებელი ნიშანი: ოვალური სახე, წვერი, დაკარგული აქვს მარჯვენა ხელი და მარცხენნა ფეხი, საუბრობს რუსულ, ჩეჩნურ და სავარაუდოდ, გერმანულ და არაბულ ენებზე. იძებნებოდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ ტეროროსტული დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა რუსეთის ტერიტორიაზე.


ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის პირველი ბრძანება 2006 წლის ოქტომბერში გამოიცა. მას შემდეგ სია პერიოდულად ახლდება.


აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner