შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თბილისში, 51-ე სკოლასთან ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამის მთავარ პროკურატურაში მუშაობის საკითხს გამოეხმაურა. როგორც გახარიამ განაცხადა, პროკურატურამ ამ საკითხს პასუხი უკვე გასცა. მინისტრის თქმით, მოზარდის მამამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
„მინდა გამოვეხმაურო იმ აზრთა სხვადასხვაობას და ერთმნიშვნელოვნად ლოგიკურად დასმულ შეკითხვებს, რომლებიც გამოიწვია ერთ-ერთი მოწმის მამის პროკურატურაში მუშაობის საკითხმა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ლეგიტიმურ შეკითხვებს, რა თქმა უნდა, გენერალურმა პროკურატურამ უკვე გასცა პასუხი და ასევე, ჩვენი ინფორმაციით, ამ ადამიანმა მისივე სურვილით დატოვა მის მიერ დაკავებული თანამდებობა, რამეთუ არ მოხდეს სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციები ისეთ მძაფრ და სენსიტიურ თემაში, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ",- განაცხადა გახარიამ.
თბილისში, 51-ე სკოლასთან ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამამ, მირზა სუბელიანმა მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებით მიმართა.