logo_geo
eng_logo
საქართველოს პრემიერი დღეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება
- +

20 აპრილი. 2016. 10:15


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში დღეს მორიგ შეხვედრებს გამართავს. პრემიერი დღეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორნბირონ იაგლანდს შეხვდება, რის შემდეგაც გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.



საღამოს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დელეგაციის სრული შემადგენლობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.



პრემიერის ვიზიტი სტრასბურგში გუშინ დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილი 21 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა. გუშინ კი საქართველოს მთავრობის მეთაური ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner