ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„პირველ რიგში პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი უნდა გადააყენონ! მისი ორი უფროსკლასელი დანებით, როგორ გავიდნენ გაკვეთილების დამთავრებამდე სკოლიდან! მერე 51-ე სკოლის დირექტორი უნდა მიყვეს, ტუალეტებში როგორ დარბიან პნევმატური იარაღებით! მერე მანდატურებს მისცენ მეტი უფლებები! უბნის ინსპექტორებს მისცენ შემოწმების უფლებები და მესამე იმ ბავშვების მშობლებს აუწიონ ყურები, რომლებიც შვილებს დაყვებიან დაკითხვებზე და ბავშვებს აფრთხილებენ ჩვენებები არ მისცენ! აი, ასე ზრდიან შვილებს და მერე რაც მოყვა ამას კი ვნახეთ!" - წერს ჯღარკავა.