ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„48 საათიან უძილო რეჟიმში მუშაობს შინაგან საქმეთა მინისტრი, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, ძებნის განყოფილება დეტექტივების სამმართველო, უფროსი-უმცროსი... ერთი წვეთი არ ძინებია არავის იმ მკვლელობის დღიდან! დაწყდნენ ბიჭები, არავის არავინ არ აფარებს და არ დააფარებს ხელს! პოლიციელებზე ახლა ხმა არავინ არ დაძრათ! საკუთარი ძმა 5 წუთით ვნახე შემოირბინა ორი ლუკმა ფეხზე დამდგარმა შეჭამა და გავარდა - მინისტრს არ ძინავს ჩვენთან ერთადო! საქმე გახსნილია, ყველა დეტალი დაზუსტებულია, როდემდე დამალავს ოჯახი მეორე მკვლელს? ან სად უნდა დაიმალოს საქართველო დგას ფეხზე, ურჩევნია ჩაბარდეს, რომ მისი სული იყოს მშვიდად ციხეში მაინც იჯდება, იმ ორმა უბედურმა დედამ რა ქნას რა?!"- წერს ჯღარკავა.