საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 44-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 44-ე კმ-ზე ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იყო საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა კი აკრძალული იყო.