logo_geo
eng_logo
სირიაში ავიადარტყმებს 44 ადამიანი ემსხვერპლა
- +

20 აპრილი. 2016. 10:32


სირიაში, იდლიბის პროვინციის ორ ქალაქში ავიაიერიშები ბაზრებზე განხორციელდა, რის შედეგადაც სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.



სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ქალაქ მაარეტ-ენ-ნუმანში საჰაერო დარტყმას 37 ადამიანი ემსხვერპლა, მეზობელ ქალაქ კანფრანბელში კი შვიდი ადამიანია დაღუპული.


უფლებადამცველების მონაცემებით, მსხვერპლთა შორის სამი ბავშვია. ორგანიზაციაში მსხვერპლთა რიცხვის ზრდას ელიან.


ორივე ქალაქი, სადაც ავიადარტყმები განხორციელდა, ამბოხებულების კონტროლის ქვეშ იმყოფება.



სირიაში საბრძოლო მოქმედებების გააქტიურება თებერვალში მთავრობასა და ამბოხებულებს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი  სირიაში რუსეთისა და აშშ-ის შუამავლობით გამოცხადდა. სამშვიდობო შეთანხმება არ ვრცელდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ტერორისტულად აღიარებულ დაჯგუფებებზე, მათ შორის „ისლამურ სახელმწიფოსა" და „ალ-ნუსრას ფრონტზე".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner