logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
- +

4 დეკემბერი. 2017. 13:03



„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ნ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, ქალაქ გორში სლოტ-კლუბი დააყაჩაღა, 1650 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა, ნ.გ.-ს პირადი ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი, დანა, სამედიცინო ხელთათმანები და პირბადე ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - შავი ფერის 2 სანთებელა-პისტოლეტი.

 

თანამზრახველის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner