logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: პროვოკაციებს არ ავყვები
- +

20 აპრილი. 2016. 10:38


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ ის კარგად თანამშრომლობს „რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელთან, თავდაცვის მინისტრთან და ვინც უნდა ეცადოს, მარტივ პოლიტიკურ პროვოკაციას აყვეს, არ გამოუვა.



ჩემი დროის რესურსს დავით ბერძენიშვილის არაკორექტული განცხადებების კომენტირებაზე არ დავკარგავ. სხვადასხვა პოლიტიკოსები დავით ბერძენიშვილის პოლიტიკოსობით აღფრთოვანებული არ არიან და მათ შორის დაპირისპირებას აქვს ადგილი. როგორც ჩანს, ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება მათ პოლიტიკურ ინტერესში არანაირად არ ჯდებოდა და დავით ბერძენიშვილი შეეცადა, ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანა. მან განაცხადა, რომ ისინი უფრო პროდასავლურები არიან და როგორ შეიძლება, უფრო მეტად პროდასავლური იყო? პროდასავლური ხარ ან არ ხარ. მე კარგად ვთანამშრომლობრესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელთან, თავდაცვის მინისტრთან და ვინც უნდა ეცადოს, რომ მარტივ პოლიტიკურ პროვოკაციას ავყვე, ეს არ გამოუვა", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

 


სესიაშვილისა და ბერძენიშვილს შორის აზრთა სხვადასხვაობა გასულ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოსმენის შესახებ კანონზე გადაწყვეტილებამ გამოიწვია. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ნორმები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფარული მოსმენის სისტემაზე პირდაპირი მიერთების საშუალებას აძლევს.


ირაკლი სესიაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ თუკი ქვეყანაში ტერორზმის საფრთხეები გაიზრდება, ამაზე პასუხის გამცემი საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იყოს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner