logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე: ეს ის თაობაა, რომელსაც მოძალადეები მიაწოდეს, როგორც „ჯინსების თაობა“ და „რომანტიკოსები“
- +

4 დეკემბერი. 2017. 14:22



ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„უკაცრავად, მაგრამ მართლა გიკვირთ მომავალ თაობაში არსებული ძალადობისკენ ასეთი მკვეთრი მიდრეკილება? ეს ის თაობაა, რომელსაც მოძალადეები მიაწოდეს, როგორც „ჯინსების თაობა" და „რომანტიკოსები", „ძალიან მაგარი ტიპები" და „გმირები"! როგორ გგონიათ, არ არის აქ კავშირი? ნებისმიერ 16 წლის „ქუჩის ბიჭს" და „აცანცარებულ" გოგოს რომ ჰკითხო, მისი საყვარელი წიგნი „ჯინსების თაობაა", ხოლო მათი იდეალები არიან ნარკომანები, მოძალადეები, მკვლელები - რომლებსაც მათ „გმირებად" უხატავენ! დგას რეგვენების მასა და კამათობს მთელი გაცხარებით, სამოქალაქო მგზავრებით სავსე თვითმფრინავში იარაღით შევარდნილი ადამიანები „გმირები" არიან თუ მოძალადეები?! თან ეს ხდება ღია ეთერში! უყურებენ ამას მოზარდები და როგორ ფიქრობთ, რა გამოვა ასეთი თაობისგან? ამაზე კამათიც კი დაუშვებელი უნდა იყოს!!! არ ვხუმრობ! ნაწარმოები „ჯინსების თაობა", პირდაპირ ვიტყვი, არის დანაშაულებრივი წიგნი! აუცილებლად უნდა ჩატარდეს კამპანია, რომელიც ამ წიგნის მავნებლობას აუხსნის ბავშვებს! ხოლო ყოველგვარი ტელედებატები იმაზე, მოძალადეები იყვნენ თუ „გმირები" ან კიდევ „რომანტიკოსები", კატეგორიულად უნდა აიკრძალოს!!! თუ არა და, ამ რეგვენი და ავადმყოფი საზოგადოების ხელში ჩავარდნილი მოზარდებისგან უარესს ელოდეთ! ეს სრულიად ლოგიკურია!" - წერს სვანიძე.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner