ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმის პროკურორი სოსო ხუციშვილი არ გამორიცხავს, რომ პასუხისგებაში მისაცემ პირთა რაოდენობა გაიზარდოს.
მისი თქმით, საქმეზე უამრავი პირია დაკითხული და მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში საგამოძიებო მოქმედებები.
„მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პასუხისგებაში მისაცემ წევრთა რაოდენობა გაიზარდოს, ზოგიერთს კი სტატუსიც შეეცვალოს. ამ ეტაპზე სხვა კომენტარს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ინციდენტში მონაწილე ყველა პირი არასრულწლოვანია", - განაცხადა სოსო ხუციშვილმა.