logo_geo
eng_logo
„სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულ პირს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს“
- +

4 დეკემბერი. 2017. 14:43



ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმის პროკურორის, იოსებ ხუციშვილის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, გამოძიების მიერ მკვლელობის ბრალდებით ძებნილ პირს საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი არ აქვს.


როგორც პროკურორმა განმარტა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მოხდეს აღნიშნული პირის დაკავება.


„საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში ატარებს იმ საგამოძიებო და ოპერატიულ ღონისძიებებს, რომელიც საჭიროა, რომ დადგინდეს პირის ადგილსამყოფელი მისი დაკავების მიზნით. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული მონაცემებით, მას საქართველოს საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთილი არ აქვს", - განაცხადა სოსო ხუციშვილმა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner